საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 128-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 045 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.
ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 1 504 შემთხვევა;
- აჭარა - 576;
- იმერეთი - 212;
- ქვემო ქართლი - 129;
- შიდა ქართლი - 101;
- გურია - 87;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189;
- კახეთი - 116;
- მცხეთა-მთიანეთი - 105;
- სამცხე-ჯავახეთი - 97;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 18 526 აქტიური შემთხვევაა. აქედან 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 734, აჭარაში - 1 036, იმერეთში - 1 239. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 932 პირი, მათ შორის, თბილისში - 457, აჭარაში - 154, იმერეთში - 206. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში - 203, აჭარაში - 108, იმერეთში - 41. 3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 146 - თბილისში, 2 013 - აჭარაში, 262 - იმერეთში. 8 595 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 435, აჭარაში -1 077, ხოლო იმერეთში -33. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 352 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 938 პირი, აჭარაში - 14 779, იმერეთში - 5 243.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 111 818-ს შეადგენს. აქედან 92 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 051 გარდაიცვალა.