საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 472-ით გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო 24 საათში 318 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი დაიღუპა.
კარანტინის რეჟიმში 5574 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 1338 ადამიანი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 10225 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5553 პაციენტი განიკურნა, ხოლო 66 გარდაიცვალა.
NCDC-ს ცნობით, გუშინ, 7 სექტემბერს, საქართველოში 9 496 pcr ტესტი ჩატარდა.