logo
ENG



NCDC: სინოფარმის პირველ დოზაზე რეგისტრაცია კვლავ შესაძლებელია

05 სექ 202118:30
3 წუთის საკითხავი
 
NCDC: სინოფარმის პირველ დოზაზე რეგისტრაცია კვლავ შესაძლებელია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, სინოფარმის პირველ დოზაზე რეგისტრაცია კვლავ შესაძლებელია. კონკრეტულად ამ ვაქცინის მარაგი რამდენიმე დღის წინ ამოიწურა, რის გამოც პირველ დოზაზე რეგისტრაცია არ ხდებოდა.

"მოქალაქეებს სასურველი ვაქცინის მიღება შეუძლიათ, როგორც booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტირებით, ისე წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ამცრელ პუნქტებში. სინოფარმით ვაქცინაცია შესაძლებელია ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც", - აცხადებენ NCDC-ში.

როგორც booking.moh.gov.ge-ზე წერია, ამ დროისთვის სინოფარმის 132 886 დოზაა ხელმისაწვდომი.

საქართველოში სრულად აცრილია 475 748 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 16.7%-ია.


close დახურვა