logo
ENG



NCDC ვაქცინის პირველი დოზით აცრილთათვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

28 მარ 202112:55
3 წუთის საკითხავი
 
NCDC ვაქცინის პირველი დოზით აცრილთათვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციათა ჩამონათვალს აქვეყნებს იმ პირებისთვის, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. 

როგორც ასტრაზენეკას, ისე პფაიზერის პირველი დოზით აცრილებს NCDC მოუწოდებს, დაიცვან შემდეგი წესები:

  • ატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეეებში
  • დაიცვათ სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია
  • თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს
  • მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები
  • სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთოთ COVID-19 ტესტირება

საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ორი ვაქცინითაა აცრა შესაძლებელი - ასტრაზენეკა და პფაიზერი. 

ასტრაზენეკათი ვაქცინაცია უკვე დაწყებულია, ხოლო პფაიზერით აცრა სამშაბათიდან, 30 მარტიდან იქნება შესაძლებელი.

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უტარდებათ.


close დახურვა