logo
ENG



NDI-ს კვლევა და პოლიტიკოსების შეფასებები

17 სექ 202220:12
3 წუთის საკითხავი
 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა და საზოგადოების განწყობები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესების მიმართ - რატომ არ ენდობა გამოკითხული მოსახლეობის 54 პროცენტი არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას? მმართველი გუნდისგან განსხვავებით მათი ოპონენტების ნაწილს არ გაუჭირდა იმის აღიარება, რომ კვლევის შედეგები მძიმეა და თვითკრიტიკულებიც აღმოჩნდნენ. ამბობენ, რომ პოლიტიკოსები უნდა დაუბრუნდნენ იმ თემების განხილვას, რაც საზოგადოებას აწუხებს და პრობლემების მოგვარების გზები შესთავაზონ ხალხს. პოლიტოლოგები კი მოუწოდებენ ოპოზიციას რომ თავად შექმნან დღის წესრიგი და მხოლოდ ქართული ოცნების გადაწყვეტილებების კომენტატორებად არ დარჩნენ.

 


close დახურვა