logo
ENG



NDI: უმრავლესობის აზრით, მთავრობა საკმარისს ან არაფერს აკეთებს EU-ში გასაწევრიანებლად

02 თებ 202312:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/02/15jiqlrdw17kt7w.jpg

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის მოსაზრებები გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, დაშორდა თუ დაუახლოვდა საქართველო ევროკავშირს.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 25% ამბობს, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველო დაშორდა ევროკავშირს. მოსახლეობის 30% თვლის, რომ საქართველო ბოლო 5 წლის განმავლობაში უფრო დაუახლოვდა EU-ს, 29% თვლის, რომ ურთიერთობები არ შეცვლილა, 15%-მა არ იცის.

NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.

NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში - ქვეყნის მასშტაბით. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.


close დახურვა