logo
ENG



NDI: 52%-ის აზრით, მომდევნო 1 წელში რუსეთის სამხედრო აგრესიაა მოსალოდნელი

21 აპრ 202216:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/8ixtjqn5dj06j8n.jpg

NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 52%-ის აზრით, მომავალი 1 წლის განმავლობაში მოსალოდნელია რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ. 

ამასთან, 80% ამბობს, რომ მომავალ ერთ წელში მოსალოდნელია ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, 57% - პრორუსული პოლიტიკური ძალების გააქტიურება, 32% - ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება.

NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ უკრაინაში ომის შედეგად, მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება.

81% ამბობს, რომ მათი და მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. მხოლოდ 11% აღნიშნავს, რომ ომს გავლენა არ ექნება მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარდა. იგი ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.


close დახურვა