logo
ENG



NDI: ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა

27 იან 202211:49
3 წუთის საკითხავი
clock 2097
2022/01/27/qz3co1ztdrllltv.jpeg

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა გაიზარდა.

კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია მოსახლეობის 83%-ისთვის, 8%-სთვის მიუღებელია, 8% კი ამბობს, რომ არ იცის.

ევროკავშირის მხარდაჭერა დასახლების, ასაკის, სქესისა და პარტიული მხარდაჭერის მიხედვით:

რაც შეეხება ნატოს, მასში გაწევრიანება 77%-სთვის მისაღებია, 11%-სთვის მიუღებელი, 12% კი ამბობს, რომ არ იცის.

ნატოს მხარდაჭერა დასახლების, ასაკის, სქესისა და პარტიული მხარდაჭერის მიხედვით:

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 099 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3%. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.


close დახურვა