logo
ENG



NDI: ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს, ნატოში - 74%

12 აგვ 202112:34
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/12/h61ovgkcvwoeocb.jpeg

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს საქართველოს მოსახლეობის 76% უჭერს, ნატოში - 74%.

11-11% ამბობს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება მისთვის მიუღებელია. ევროკავშირის შემთხვევაში 13% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის, ნატოს შემთხვევაში - 14%.

ევროკავშირი:

ნატო:

NDI-ს კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. საველე სამუშაოების პერიოდი 13-25 ივლისია, რა დროსაც ჩატარდა 2 016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. NDI-ში ამბობენ, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.


close დახურვა