logo
ENG



NGO-ების ცნობით, აქციების მონაწილეების მიმართ სასამართლო ჯარიმები 150 000 ლარს აჭარბებს

17 ივნ 202416:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/17/5i4s8hcuiq4t1yz.jpg

12 არასამთავრობო ორგანიზაცია ანტირუსულ აქციებზე დაკავებული და დაჯარიმებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და 2024 წლის 10 ივნისამდე არსებულ მდგომარეობას აჯამებს. 

NGO-ების ცნობით, მათ მიმართ ჯარიმების საერთო ოდენობა 150 000 ლარს აჭარბებს, 

მათი ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარების ქსელი სამართლებრივ დახმარებას 375 ადამიანს უწევს, საიდანაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას 216 პირს ედავებიან. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებასა და ჩატარების წესის დარღევას - 61-ს, ხოლო სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვას/ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობას - 8 მოქალაქეს. 

ამასთან, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ქსელი სამართლებრივ დახმარებას უწევს 90 პირს (დაზარალებულებს, მოწმეებს, ბრალდებულებს).

ორგანიზაციების ცნობით, ამ დროისთვის, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, დაზარალებულად ცნობილია მხოლოდ 9 ადამიანი. 


close დახურვა