logo
ENG



NGO-ების წარმომადგენლები და ნინო ჟიჟილაშვილი სახ.დეპ-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

13 ივლ 202100:14
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/13/mwrp2z61wmsc1zb.jpg

საქართველოში მომუშავე NGO-ები და ფორმულას ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი ამერიკაში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

შეხვედრის შემდეგ ნინო ჟიჟილაშვილმა თქვა, რომ სახ.დეპ-ს მიაწოდეს ინფორმაცია დაზარალებულ ჟურნალისტებზე, ჟურნალისტის გარდაცვალებასა და ამაზე სახელმწიფოს რეაქციაზე. 

ასევე, ჟიჟილაშვილის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ზოგად ვითარებაზე. 

"არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ილაპარაკეს სასამართლოზე, არჩევნებზე, ასევე რუსულ კონტექსტზე, დეზინფორმაციის ქსელზე, რომელიც დაკავშირებულია ქართულ ოცნებასთან.

ვთხოვეთ მეტი ჩართულობა და აქტიურობა". - თქვა მან.  

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ნინო ჟიჟილაშვილი აშშ-ში 1 კვირის განმავლობაში დარჩებიან და სხვადასხვა შეხვედრას გამართავენ. 


close დახურვა