logo
ENG



OECD-ს ცნობით, უკრაინაში ომი ინფლაციას გაზრდის და გლობალურ ეკონომიკურ ზრდას შეანელებს

08 ივნ 202216:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/08/dll0ta15p6o21pi.jpg
Ian Langsdon/ Pool via REUTERS

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ცნობით, უკრაინაში ომი ინფლაციას გაზრდის და გლობალურ ეკონომიკურ ზრდას მინიმუმ შედეგი წლის ბოლომდე შეანელებს.

ორგანიზაციის ცნობით, გლობალური ეკონომიკის ზრდა 2022 წელს 4.5%-დან 3 %-მდე დაეცემა, 2023 წელს კი კიდევ უფრო შემცირდება და 2.8%-ს მიაღწევს. მათი ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვისთვის ხისტი სანქციების დაწესებამ საკვებისა და ენერგორესურსების ფასების ზრდა გამოიწვია. ორგანიზაცია ზოგიერთ ქვეყანაში 9%-მდე ინფლაციას ელის.

„რუსეთის ომი მსოფლიო ეკონომიკას ნამდვილად მძიმე ფასს აკისრეს. გლობალური განვითარება იქნება მკვეთრად დაბალი და უფრო მაღალი და ხანგრძლივი ინფლაციით“ - განაცხადა OECD-ს გენერალურმა მდივანმა მატიას კორმანმა პრესკონფერენციაზე.

ამასთანავე, ორგანიზაციის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაზრდილი ხარჯებისგან თავდაცვის რამე სწრაფი მექანიზმი იარსებებს.

წევრ ქვეყნებში წელს ინფლაცია 8.5%-ს მიაღწევს, 2023 წელს კი მოსალოდნელია, რომ 6% იქნება. აღსანიშნავია, რომ ომამდე OECD ვარაუდობდა, რომ ინფლაციის პიკი წელს 5% იქნებოდა, 2023 წელს კი 3%-მდე დაიწევდა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი ლორენს ბუნი BBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მიუხედავად ინფლაციისა ოპტიმიზმის მიზეზები არსებობს.

„მსოფლიოს 3%-იანი გლობალური ზრდა მაინც ძალიან ჯანსაღია. დასაქმების დონე მაღალია, უმუშევრობის დაბალი. მართალია, რაღაც პერიოდით იმაზე მაღალი ინფლაცია გვაქვს ვიდრე ველოდით, მაგრამ არ ველით რომ ეს წნეხი ზრდას გააგრძელებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფლაცია შენელდება 2023 წლის განმავლობაში“ - განაცხადა ლორენს ბუნმა.

ბუნის თქმით, კორონავირუსის პერიოდში დაწესებული მხარდაჭერის პოლიტიკის გაუქმების შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში ფასების კლებას გამოიწვევს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ენერგორესურსებზე შეზღუდვების ფონზე ევროზონის ეკონომიკა წელს მოსალოდნელია, რომ 2.6%-ით გაიზრდება, ნაცვლად ნავარაუდევი 4.3%-სა, 2023 წელს კი ზრდა 1.6% იქნება.

OECD 38 ქვეყნისგან შედგება, რომლებიც თანამშრომლობენ რათა მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა შეიმუშაონ.


close დახურვა