logo
ENG



PACE-ს თანამომხსენებლები: მოვუწოდებთ ოცნებას, ამოიღოს კანონპროექტი დღის წესრიგიდან

05 აპრ 202414:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/05/5xgelcyaenloi48.jpg

ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხებში მონიტორინგის მომხსენებლები - კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა განცხადებით ეხმაურებიან.

PACE-ს თანამომხსენებლები პარლამენტში კანონპროექტის დაბრუნების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, კანონპროექტი დღის წესრიგიდან ამოიღონ.

"უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოტანა, რომლის შარშან გაწვევასაც ჩვენ თბილად მივესალმეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ის, რაც ჩვენ ამ კანონის პირველად შემოღებისას ვთქვით, ამ წინადადებაზეც ძალაში რჩება - არსებობს სერიოზული კითხვები კანონპროექტის შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით ევროპის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან თუ ნორმებთა. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღოს ეს პროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით". 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.


close დახურვა