ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები საქართველოს მონიტორინგის საკითხებში შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატის გამო და ასევე, ხელისუფლებას მოუწოდებენ დასაჯონ 5 ივლისის ორგანიზატორები.
"დემოკრატიული ერთიანობა და ევრო-ატლანტიკური ინტერგრაცია ყველა პოლიტიკური პარტიის საერთო პასუხისმგებლობაა და კერძოდ, ორ ყველაზე დიდ პარტიას ქართულ ოცნებას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მოვუწოდებთ ქართველი ხალხის საერთო ინტერესი დააყენოს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა" - ნათქვამია PACE-ს განცხადებაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ საქართველოში გაზრდილია ჰომოფობიის და LGBTI საზოგადოების მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულების გამოხატვა.
"წარმომადგენლებმა დაგმეს ძალადობრივი თავდასხმები, რომლებიც გამოვლინდა პრაიდის დროს 2021 წლის ივლისში, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას სრულად გამოიძიონ ძალადობრივი ქმედებები" - ნათქვამია PACE-ს განცხადებაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ იმასაც, რომ გამოიძიონ საარჩევნო დარღვევები და ასევე, მწუხარებას გამოთქვამენ, რომ პარლამენტმა განაგრძო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა. მათ ხელისუფლებას მოუწოდეს გაატარონ მართლმსაჯულების რეფორმები, რაც შარლ მიშელის დოკუმენტის ნაწილიც იყო.