კვლევითი ცენტრი PMGC ემიგრაციისა და ფულადი გზავნილების ეფექტის შესახებ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშში მოყვანილია გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის მონაცემები, რომლის თანახმადაც, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861 ათასი ადამიანი შეადგინა - ქვეყნის მოსახლეობის 23%.
ანგარიშის მიხედვით, ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (450 ათასი ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი (85 ათასი), უკრაინა (65 ათასი) და აზერბაიჯანი (49 ათასი). გაანალიზებულ პერიოდში მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%).
კვლევაში ნათქვამია, რომ უკანასკნელ ათწლეულში, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შესამჩნევად გაიზარდა. კერძოდ, 2012 წლიდან 2021 წლამდე მაჩვენებელი 76%-ით გაიზარდა და 2.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წლიდან 2015 წლამდე ფულადი გზავნილების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, 2016 წლიდან მაჩვენებელი გაიზარდა და 2021 წელს უმაღლესი ნიშნული დაფიქსირდა. ევროკავშირთან უვიზო შეთანხმებამ და საქართველოდან ემიგრაციული ნაკადების ზრდამ შესაძლოა გავლენა იქონია ფულადი გზავნილების ზრდაზე.
"უკანასკნელ ათწლეულში, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შესამჩნევად გაიზარდა. კერძოდ, 2012 წლიდან 2021 წლამდე მაჩვენებელი 76%-ით გაიზარდა და 2.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წლიდან 2015 წლამდე ფულადი გზავნილების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, 2016 წლიდან მაჩვენებელი გაიზარდა და 2021 წელს უმაღლესი ნიშნული დაფიქსირდა", - აღნიშნულია ანგარიშში.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირთან უვიზო შეთანხმებამ და საქართველოდან ემიგრაციული ნაკადების ზრდამ შესაძლოა გავლენა იქონია ფულადი გზავნილების ზრდაზე.