logo
ENG



POG: ბრალდება წარედგინა პენიტენციურის ოფიცერს, რომელმაც ცოლზე ბავშვის თანდასწრებით იძალადა

28 ნოე 202318:17
3 წუთის საკითხავი
 
POG: ბრალდება წარედგინა პენიტენციურის ოფიცერს, რომელმაც ცოლზე ბავშვის თანდასწრებით იძალადა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 26 ნოემბერს, რუსთავში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლის მიმართ, მათივე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობა განახორციელა.

"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ძალადობის ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი დღეს, 28 ნოემბერს დააკავეს.


close დახურვა