logo
ENG



POG: ბუღალტერმა სკოლის 142 ათასი ლარი აზარტულ თამაშებსა და გასართობ ობიექტებში გამოიყენა

18 მაი 202220:12
3 წუთის საკითხავი
 
POG: ბუღალტერმა სკოლის 142 ათასი ლარი აზარტულ თამაშებსა და გასართობ ობიექტებში გამოიყენა

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 142 ათას ლარზე მეტი აზარტული თამაშების ანგარიშზე გადარიცხა. ბუღალტერი დაკავებულია.

გამოძიების ინფორმაციით, სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა