logo
ENG



POG: ნარკოტიკების უკანონო შეძენის, შენახვისა და შემოტანისთვის 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

16 მარ 202412:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/16/m8a1xzm02mq8hin.jpg

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვისა და შემოტანისთვის 4 პირს პატიმრობა შეუფარდა

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა ნაწილი ერთ-ერთმა ბრალდებულმა საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.   

პროკურატურის განცხადებით, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებები "მდმა" და "ექსტაზი"  ამოიღეს.

"მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-, 262- და 273- პრიმა მუხლებით (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა