ბიძინა ივანიშვილი, როგორც ამრევი. ოლიგარქი, რომელიც საქართველოს რუსულ ორბიტაზე აბრუნებს. POLITICO-ს რეიტინგში საქართველოს მოქალაქე პირველად და სწორედ მსგავსი ფორმულირებით მოხვდა. ამრევების კატეგორიაში ბიძინა ივანიშვილი ვიქტორ ორბანის გვერდითაა. პუბლიკაციაში ხაზგასმულია ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, რუსული გავლენები და ნეგატიური როლი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ოცნებამ მარტივი გზა იპოვა და რეიტინგს შეკვეთილი უწოდა.
POLITICO-ს სიაში ოლიგარქის სტატუსით
28 ნოე 202320:04
3 წუთის საკითხავი