logo
ENG



POLITICO: ტრამპი ფიქრობს გარიგებაზე, რომლითაც საქართველო, უკრაინა NATO-ში არ გაწევრიანდებიან

03 ივლ 202411:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/03/v48wjnuoa96hxzy.jpg

POLITICO წერს, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმების გაფორმებას განიხილავს, რომელიც აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოებას გამორიცხავს.

როგორც გამოცემა წერს, NATO-სთან დაკავშირებით ტრამპის გეგმებში უკრაინის ომი საკვანძო იქნება. უკრაინისთვის გეგმის ფარგლებში, რომლის შესახებაც აქამდე არ თქმულა, ტრამპი განიხილავს შეთანხმებას, რომლითაც NATO იღებს ვალდებულებას არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით - კერძოდ ეხება უკრაინასა და საქართველოს - და აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან იმაზე, უკრაინული ტერიტორიის რომელი ნაწილის შენარჩუნება შეუძლია მოსკოვს.

ტრამპთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების ორი ექსპერტის თანახმად, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის შიდა წრის მსჯელობებს იცნობენ, ტრამპი ახლა პუტინთან შეთანხმების დადების შესაძლებლობას განიხილავს, თუ რომელ ქვეყნებს შეუძლიათ NATO-ში გაწევრიანება, ეს უკრაინასა და საქართველოს შეეხება.

"ასე გეგმა გააუქმებდა NATO-ს ბუნდოვან დაპირებას უკრაინის სამომავლო წევრობაზე - პოლიტიკას, რომელსაც ბაიდენი აგრძელებს, თუმცა კონკრეტული ვადის დათქმის გარეშე", - წერს გამოცემა.


close დახურვა