თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანკარას მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 2022 წლის 2 ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
ანკარასა და თბილისს შორის 2019-2020 წლებში ავიაკომპანია Turkish Airlines დაფრინავდა, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო შეწყდა.