Pussy Riot-ის წევრი, ოლგა ბორისოვა ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ის ტვიტერზე წერს.
ბორისოვასა და Pussy Riot-ის სხვა წევრებს არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა საპროტესტო აქციებში, მათ შორის ყირიმის ანექსიის წინაარმდეგ. ისინი არაერთხელ დაუკავებიათ, დაუჯარიმებიათ და დაუპატიმრებიათ. Mediazona-ს ინფორმაციით, აქტივისტი საქართველოში ევროტურნედა ბრუნდებოდა, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად გამართეს.
ბორისოვა წერს, რომ თბილისში ბინა აქვს ნაქირავები, სადაც შეყვარებულთან ერთად ცხოვრობს.
"საქართველოში შესვლაზე უარი მითხრეს. უმიზეზოდ. თბილისის გარდა სხვა სახლი არ მაქვს, იქ მყავს შეყვარებული და ბინა, რომლის თანხასაც ვიხდი. ახლა უკვე გამაგდეს საქართველოდან სტამბულში და ალბათ უკან, ამსტერდამში დამაბრუნებენ", - დაწერა ბორისოვამ ტვიტერზე.
мне отказали во въезде в Грузию. без причин. у меня нет дома кроме тбилиси, у меня там мой парень и квартира, за которую я плачу. сейчас меня уже выпиздили из грузии в стамбул и видимо сейчас повезут обратно в амстердам (я встала в 3 часа утра и с тех пор летела в Грузию) pic.twitter.com/Kb5XqQzCrx
მოგვიანებით მან ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს სასაზღვრო სამსახურს იგორ ბენდეგამ მისწერა, რომ ტერორისტია. ბორისოვა წერს, რომ ბენდეგა წლებია სოციალურ ქსელებში "აშავებს" და მისი არაერთი ანგარიში დაუბლოკა:
"ახლა მან სასაზღვრო სამსახურს მიწერა, რომ ტერორისტი ვარ და მათ დაუჯერეს".
короче этот чел Игорь Бендега, который меня травит уже черт знает сколько лет, я перебанила наверное уже 50 его аккаунтов. Теперь этот долбаеб написал в грузинскую погранслужбу, что я террористка….. и они.. ПРИСЛУШАЛИСЬ. вскоре я вернусь домой, а у этого кончелыги отвалятся руки pic.twitter.com/YmHgKt2Q8r