logo
ENG



ყირგიზეთი: ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობს

16 სექ 202210:31
3 წუთის საკითხავი
 

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ყირგიზეთ-ტაჯიკეთის სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ტაჯიკეთმა ცეცხლი ბათენის რაიონის კულუნდის, მასკატისა და ჟან-ჟერ ლეილეკის რაიონების მიმართულებით გახსნა, ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა კი საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

ამასთან, ყირგიზეთის ცნობით, ტაჯიკეთის მხარე იყენებს ტანკებს, ჯავშანტექნიკას და ნაღმმტყორცნებს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყირგიზეთის ხელისუფლებამ ტაჯიკეთის საზღვრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაშავდა 11 ადამიანი, რომლებიც ბათენის რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბათენის რეგიონის ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 4 ყირგიზი სამხედრო მოსამსახურე.


close დახურვა