ევროკავშირი საქართველოდან და მოლდოვიდან წევრობის კანდიდატის სტატუსზე განაცხადს მიიღებს. ინფორმაციას Reuters ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს საქართველო დღეს, 3 მარტს წარადგენს.
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული იყო, რომ წევრობაზე განაცხადს 2024 წელს შეიტანდნენ, თუმცა ამჟამინდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გადაწყვიტეს, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ გააკეთონ.
კობახიძის განცხადებამდე თბილისში მასშტბური აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეეტანა.