წყაროს თანახმად, ირანული Shahed-139-ის ტიპის დრონი საავიაციო გემისკენ მიფრინავდა, როდესაც ის ამერიკულმა F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო.
ამის ფონზე Financial Times წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება - კერძოდ, აღნიშნავს, რომ ირანის დრონებისა და შეიარაღებული კატარღების "აგრესიულმა" მოქმედებებმა შესაძლოა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაღიზიანება გამოიწვიოს.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანი აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლას და სტამბოლის ნაცვლად ომანში გამართვას ითხოვს. ორი ქვეყნის ოფიციალური პირების შეხვედრა პარასკევს არის დაგეგმილი.
Axios იუწყება, რომ ირანის მოთხოვნაა, რომ მოლაპარაკებები ჩატარდეს მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და არა რამდენიმე არაბული და მუსლიმური ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად.
ჯერჯერობით ამერიკულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.