შეერთებული შტატები უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
სავარაუდოდ, პაკეტის გადაცემის შესახებ დღეს გამოცხადდება.
აღნიშნული პაკეტი აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის გადაცემული პირველი სამხედრო პაკეტი იქნება, იმის ფონზე, რომ რესპუბლიკელები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უკრაინისთვის განკუთვნილ 60 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის კენჭისყრაზე გატანას ბლოკავენ.