logo
ENG



Reuters: აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის სამხედრო დახმარებას ამზადებს

19 აგვ 202212:43
3 წუთის საკითხავი
 
Reuters: აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის სამხედრო დახმარებას ამზადებს
(Brendan Smialowski/AFP/Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას ამზადებს. ინფორმაციას Reuters-ი სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბაიდენმა შესაძლოა საგანგებო უფლება გამოიყენოს, რომელიც პრეზიდენტს აშშ-ის მარაგებიდან ჭარბი იარაღის გატანის ნებართვას ანიჭებს.

წყაროებმა, რომლებმაც Reuters-ს ანონიმური ინფორმაცია მიაწოდეს, განაცხადეს, რომ ახალი დახმარების პაკეტი შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციამ შესაძლოა დღეს, 19 აგვისტოს ან მომავალ კვირაში გამოაცხადოს.

გარდა ამისა, წყაროები არ გამორიცხავენ, რომ დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებამდე, შეიცვალოს მისი ღირებულება.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან, ვაშინგტონმა კიევის მთავრობას მილიარდობით დოლარის დახმარება გაუგზავნა.


close დახურვა