logo
ENG



Reuters: ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავა

19 აგვ 202412:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/19/90bn4buep6mf64n.jpg

Reuters ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავა.

გამოცემის ცნობით, უწყებას პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა, როგორც ინდური მედია იტყობინება სავარაუდოდ ის ამ კვირის ბოლოს გაიმართება.

Reuters წერს, რომ მოდი ივლისში მოსკოვში იმყოფებოდა - გავრცელდა პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაღებული ფოტო, რომელშიც ინდოეთის პრემიერმინისტრი პუტინს ეხვევა. ამის გამო ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოდი გააკრიტიკა.

ინდოეთი და რუსეთი მჭიდრო კავშირებს ცივი ომის შემდეგ ინარჩუნებენ. კრემლი ქვეყნის იარაღის მთავარი მიმწოდებელია.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი ასევე ინდოეთის დაბალი ფასის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდა, რაც დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების ფონზე საექსპორტო ბაზარს უზრუნველყოფს.

 


close დახურვა