logo
ENG



Reuters: რუსების იერიშის შედეგად საპორტო ქალაქ იზმაილში 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა

23 აგვ 202315:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/23/up80cr9njqnsuc6.jpg

რუსი ოკუპანტების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დუნაის სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქ იზმაილში 13 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უკრაინის ვიცე პრემიერი ალექსანდრ კუბრაკოვი Telegram-ზე წერს, რომ რუსეთის იერიშის შედეგად იზმაილის პორტის საექსპორტო პოტენციალი 15%-ით შემცირდა.

"რუსეთი სისტემატურად ურტყამს ხორბლისა და სხვა მარცვლეულის საცავებს, რათა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი შეაჩეროს", - აცხადებს უკრაინის ვიცე პრემიერი.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა დრონებით თავდასხმა გუშინ ღამით განახორციელეს და ის სამი საათის განმავლობაში გრძლდებოდა. ამასთან, უკრაინული მხარე იუწყება, რომ 9 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მომხდართან დაკავშირებით რუსეთს კომენტარი არ გაუკეთებია.


close დახურვა