რუსეთის LPG (თხევადი ნავთობის გაზი) ექსპორტიორები საქართველოს პორტს ბულგარეთში ექსპორტისთვის გამოიყენებენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ რუსი ექსპორტიორები საქართველოს შავი ზღვის, ფოთის პორტის ბულგარეთში თხევადი ნავთობის გაზის ექსპორტისთვის გამოყენებას ივლისიდან დაიწყებენ, რადგან ტრადიციული საექსპორტო მარშრუტები დახურულია.
"რუსეთმა შეწყვიტა LPG-ის მიწოდება უკრაინაში 24 თებერვალს, როდესაც გაგზავნა ჯარები ქვეყანაში, რასაც მოსკოვი სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს, ასევე შეაჩერა LPG სარკინიგზო ტრანზიტი რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში უკრაინის გავლით, რაც ავალდებულებს ექსპორტიორებს დაიწყონ ახალი მარშრუტების ძებნა", - წერს გამოცემა.
Refinitiv-ის მონაცემებით, ფინეთმა, რომელიც რუსეთის LPG-ის კიდევ ერთი საექსპორტო მარშრუტია, მკვეთრად შეამცირა შესყიდვები. გასულ წელს რუსეთმა თავისი LPG-ის 25% უკრაინასა და ფინეთში გაიტანა.
Refinitiv Eikon-ის სარკინიგზო მონაცემების თანახმად, ივლისის თვეში დაახლოებით 3 000 ტონა LPG სურგუტიდან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაიგზავნება ფოთში, შემდეგ კი საზღვაო ბორნით ბულგარეთის ქალაქ ვარნაში.
"LPG-ის მიწოდება განიხილება ფოთის გავლით, გაყიდვების შეზღუდული შესაძლებლობების გამო სხვა ძირითადი საექსპორტო მარშრუტებით", - უთხრა წყარომ Reuters-ს.
მოვაჭრეთა მონაცემებით, ბულგარეთი თვეში 30 000-35 000-მდე ტონა LPG-ის მოიხმარს. ის ყოველთვიურად დაახლოებით 10 000 ტონა LPG-ს აწარმოებს, დანარჩენს კი რუმინეთიდან და რუსეთიდან იღებს.
"LPG სარკინიგზო გადაზიდვები სურგუტიდან ფოთის გავლით ბულგარეთში დაახლოებით 50%-ით აღემატება ევროკავშირისთვის უკრაინის გავლით მიწოდების ფასს, სარკინიგზო მარშრუტი სურგუთიდან ფოთამდე ტონაზე 260-280 დოლარი ღირს, ხოლო ბორანი ფოთსა და ვარნას შორის ტონაზე 130-150 დოლარია", - ნათქვამია Reuters-ის ინფორმაციაში.
გამოცემა წერს, რომ მოვაჭრეების შეფასებით, მიუხედავად ამისა, მარშრუტით გაგზავნილი მარაგი კვლავ მომგებიანია შიდა გაყიდვებთან შედარებით რუსეთში LPG-ის ფასების დაცემის გამო.