logo
ENG



SD: 2 წელში დასაქმების სააგენტო ბიუჯეტიდან 408 მლნ-ით დაფინანსდა, სულ 2 380 პირი დაასაქმა

06 ივნ 202217:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/06/6omy01zmmhzkjmv.png
ფოტო: ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2020-2022 წლებში დასაქმების სააგენტო ბიუჯეტიდან 408 მილიონით დაფინანსდა, თუმცა სააგენტომ სულ 2 380 ადამიანის დასაქმება შეძლო.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში უმუშევრობა დაახლოებით 20%-ს შეადგენს, რა მაჩვენებლითაც ქვეყანა მსოფლიოს უარეს 20-ში შედის, თუმცა დასაქმების სააგენტოს უჭირს საკუთარი ბიუჯეტის ათვისება და ყოველწლიურად მას უფრო ნაკლები ადამიანი მიმართავს.

"2020-2022 წლებში დასაქმების სააგენტოს დასაფინანსებლად 408 107 370 ლარი გამოიყო და სააგენტომ მხოლოდ 2380 პირის დასაქმება შეძლო, ანუ სააგენტოს მეშვეობით 1 ადამიანის დასაქმება ბიუჯეტს დაახლოებით 170 000 ლარი დაუჯდა. 2021 წელს უმუშევართა რაოდენობა 2%-ზე მეტით გაიზარდა, თუმცა 2020 წელთან შედარებით დასაქმების სააგენტოს 3-ჯერ ნაკლებმა, 9 ათასამდე პირმა მიმართა. 2020-2021 წლებში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამისათვის გამოყოფილი 1 470 000 ლარიდან სააგენტოს 324,000 ლარამდე აუთვისებელი დარჩა. სააგენტოს სულ 52 თანამშრომელი ჰყავს, რომელთა შრომის ანაზღაურებაზე თვეში 81 520 ლარი იხარჯება", - წერია განცხადებაში.


close დახურვა