თოვლის ბაბუასთვის დაბარებული სურვილები, საჩუქრების მოლოდინი, ხალისი და საახალწლო განწყობა, თითქოს ყოველი ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, ყველასთვის არა. ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც სურვილებიც აქვთ და 31 დეკემბერსაც, თოვლის ბაბუას, სანტას მოსვლას, ალბათ იმ ბავშვური მოლოდინით ელოდებიან, როგორც პატარაობაში, თუმცა სანტა არ მოდის. დროებამ გადაწყვიტა იმ ადამიანებისთვის შეექმნა საზეიმო განწყობა, რომლებიც თოვლის ბაბუის გამოჩენას და სურვილების ასრულებას ყველაზე ნაკლებად ელოდებოდნენ. ამ მისიის შესრულებაში განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით დროების მაყურებლებსა და გულშემატკივრებს, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად მატულობს და თითოეული თქვენგანის მადლიერები ვართ. რა ემოციები მოყვა დროების სანტაობას ნახეთ სიუჟეტში.
Santaდროება - დროება
26 დეკ 202120:54
3 წუთის საკითხავი