ბრიტანული კომპანია Shell გადის რუსული პროექტებიდან და ნედლი რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვას აღარ აპირებს. პარასკევს კომპანიამ ნავთობის შეისყიდა რუსეთისგან და განაცხადა, რომ სხვა ალტერნატივა არაა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ კომპანია გააკრიტიკა: "ხომ არ ასდის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი?".
უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათობით ქვეყანამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაატარა. თუმცა სანქციები არ ეხება რუსული ნავთობის იმპორტს.
რუსეთისთვის ნავთობის ექსპორტის შეზღუდვა მტკივნეული დარტყმა იქნება, რამაც, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, შესაძლოა მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-იანი ვარდნა გამოიწვიოს, ხოლო ინფლაციამ 30%-ს მიაღწიოს.