Sky News-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვნად გააფართოვებს უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადების პროგრამას.
არხის ცნობით, საბრძოლო კურსი სამიდან ხუთ კვირამდე გაგრძელდება.
მიმდინარე წლის ივნისიდან 4700-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურემ გაიარა წვრთნა სამხედრო ბაზებზე ინგლისის ჩრდილოეთ, სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. დაგეგმილია, რომ ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი ბრიტანეთში სასწავლო კურსებს გაივლის.
ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლესის განცხადებით, კურსის გაფართოება უკრაინელ სამხედროებს საომარი მოქმედებებისთვის უკეთ მოამზადებს.