SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Crew dragon-ი დედამიწაზე დაბრუნდა. ხომალდმა ფლორიდის სანაპიროსთან წყალზე დაშვება წარმატებულად განახორციელა.
ნასას ასტრონავტები რობერტ ბენკენი და დაგლას ჰარლი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კოსმოსური მისიისთვის კერძო კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტა გამოიყენეს.
2020 წლის სექტემბერში ილონ მასკის კომპანია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ნასას ასტრონავტების ექვსთვიანი მისიისთვის აყვანას გეგმავს.