19-საათიანი მგზავრობის შემდეგ, კომპანია Space X-ის ხომალდი ,,ქრუ დრაგონი'', დედამიწის ორბიტაზე მყოფ კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა. ამერიკელი ასტრონავტები ბობ ბენკენი და დაგ ჰარლი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურის ბორტზე იმყოფებიან.
პროცესი სრულად ავტომატიზებული იყო. საფრენი აპარატის კარის გახნის შემდეგ, ასტრონავტები სადგურის ეკოპაჟის წევრებს შეუერთდნენ. მისიის ხანგრძლივობა დაახლოებოთ 4 თვე იქნება. დასრულების შემდეგ ასტრონავტები ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში დაეშვებიან, სადაც მათ SpaceX-ის გემი დახვდება.