logo
ENG



TASS: რუსეთის ფორუმში "კულტურათა დიალოგი" საქართველოც მონაწილეობს

19 მაი 202318:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/19/hv82aydriwq4sdj.jpg

რუსული სახელისუფლებო მედიის TASS-ის ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში მედია-ფორუმი "კულტურათა დიალოგი" იმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოც იღებს. გამოცემა წერს, რომ ჟურნალისტები 16 ქვეყნიდან ჩავიდნენ.

ვინ არიან საქართველოდან ფორუმში მონაწილეები, უცნობია. 

"ურთულესი საერთაშორისო ვითარების მიუხედავად, ფორუმი აგრძელებს იყოს საერთაშორისო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ იმყოფებიან 16 ქვეყნის წარმომადგენლები. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ძალიან კარგია, რომ "დიალოგზე" მოხვდეთ და შეძლებთ შეიქმნათ თქვენი შთაბეჭდილება რუსეთში არსებულ ვითარებაზე", - მიესალმა ფორუმში მონაწილეებს ვლადიმირ სოლოვიოვი.

TASS წერს, რომ ქვეყნებს შორის, რომლებიც წელს შეუერთდნენ ფორუმს არიან - სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, საბერძნეთი, ინდოეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ირანი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და ა.შ.


close დახურვა