logo
ENG



TASS: რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტი საზღვაო წვრთნებს იწყებს

03 ივნ 202210:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/03/vtaafiordd7mpdd.jpg
Yuri Smityuk/TASS

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო, TASS-ი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტმა დაიწყო ერთკვირიანი წვრთნების სერია, რომელშიც 40-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და 20 თვითმფრინავი იღებს მონაწილეობას.

"წვრთნები, რომელიც გაგრძელდება 10 ივნისამდე, მოიცავს გემებს, რომლებიც ეძებენ იმიტირებული მტრის წყალქვეშა ნავებს და იმუშავებენ გემების ტაქტიკური ჯგუფებისთვის საჰაერო თავდაცვას ორგანიზებაზე, რათა შეასრულონ საბრძოლო წვრთნები სახმელეთო და საჰაერო სამიზნეებზე." - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, რუსეთის სარდლობის ხომალდი "მარშალ კრილოვი", ფრეგატი "მარშალ შაპოშნიკოვი" და დიდი წყალქვეშა გემებისა და კორვეტების ჯგუფი, მცირე წყალქვეშა გემები, ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები, სარაკეტო ნავები და დამხმარე ხომალდები, ყველა იმუშავებს წყნარი ოკეანის დანიშნულ ადგილებში.


close დახურვა