საეთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პარლამენტის მონიტორინგის მიხედვით, 2019 წელს პრობლემა იყო პარლამენტის შენობაში შესვლისა და სხდომებზე დასწრების საკითხი, როგორც მოქალაქეებისა და ჟურნალისტებისთვის, ასევე თავად დეპუტატებისთვისაც:
“მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და პარლამენტის წევრებსაც კი, არა ერთხელ ეთქვათ დაუსაბუთებელი უარი პარლამენტის შენობაში შესვლაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენაზე დასწრების უფლება არ მიეცა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ჯერ კიდევ არ არის ამოქმედებული პარლამენტის ახალი ვებგვერდი, რომელიც ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას წარმოადგენს“,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში.
მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაციამ 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.