logo
ENG



TI: ჩვენი არცერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო საჩივარი/სარჩელი არ დაუკმაყოფილებიათ

18 ოქტ 202111:38
3 წუთის საკითხავი
 
TI: ჩვენი არცერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო საჩივარი/სარჩელი არ დაუკმაყოფილებიათ
ვახო ქარელი/ფორმულა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, საოლქო კომისიებსა და სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს მათი არცერთი მნიშვნელოვანი საჩივარი/სარჩელი არ დაუკმაყოფილებიათ.

ორგანიზაციის ცნობით, ოქმებში არსებული დისბალანსის გამო მოთხოვნილი ბიულეტენების ხელახალ გადათვლაზე გასაჩივრებული 12 უბნიდან მათი მოთხოვნით არცერთი, მაგრამ საკუთარი ინიციატივით, ან შემთხვევითი შერჩევით, საოლქო კომისიებმა 7 უბანი გადაითვალეს.

არჩევნების დღეს და მის შემდეგ ორგანიზაციამ საარჩევნო კომისიებში 42 საჩივარი დაწერა, საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში 7 სარჩელი შეიტანა, ხოლო 4 შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

საბოლოოდ, აქედან საოლქო საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა დააკმაყოფილეს 4 საჩივარი და 1 სარჩელი, რომლებშიც მოთხოვნილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიმართ დისციპლინური ზომის გატარება.

"საოლქო საარჩევნო კომისიამ, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მოთხოვნა მარნეულის იმ ორი უბნის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით, სადაც სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მძიმე დარღვევები, მათ შორის ამომრჩევლების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემის ფაქტები დავაფიქსირეთ.

ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ამ საქმეს გიორგი გრატიაშვილი განიხილავდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის მოსამართლეები ირინა ზარქუა, თეა ძიმისტარაშვილი და ნანა ჭიჭილეიშვილი იყვნენ.

როგორც საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ისე ორივე ინსტანციის სასამართლოსთვის დარღვევის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებებიც არ აღმოჩნდა საკმარისი საჩივრის/სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

ზუგდიდის რაიონულმა და მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს სარჩელი მე-11 მაჟორიტარული ოლქის 4 უბნის მხოლოდ ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც, შეიცვალა გამარჯვებული კანდიდატი", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 


close დახურვა