2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გასამართ მატჩზე საქართველოსა და ესპანეთს შორის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთები TKT.GE-ზე იყიდება.
როგორც TKT.GE-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ღონისძიებაზე მოთხოვნა დიდია და ბილეთების გაყიდვა ხორციელდება ელექტრონული რიგის საშუალებით.
"ამჟამად რიგშია - 18 774 მომხმარებელი, თავისუფალი ადგილების რაოდენობა კი ამ მდგომარეობით არის - 14 700 ! რიგის ნომერი მინიჭებულია ქრონოლოგიურად, 12 საათის შემდეგ მომხმარებელთა შემოსული მოთხოვნის მიხედვით. ამჟამად უკვე გაყიდულია 208 ბილეთი", - ნათქვამია განცხადებაში.
მატჩი 28 მარტს დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.