აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ახალი სოციალური ქსელის TRUTH Social-ის ჩაშვებას გეგმავს.
როგორც ის ამბობს, პლატფორმა "აღუდგება დიდი ტექნოლოგიების ტირანიას", რომლებიც აშშ-ში ოპოზიციურ ხმებს ახშობენ.
დონალდ ტრამპის ყველა ანგარიში სოციალურ ქსელებში მას შემდეგ დაბლოკეს, რაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. მას შემდეგ ტრამპი და მისი მრჩევლები ხშირად ამბობდნენ, რომ ახალი სოციალური ქსელის შექმნას აპირებენ.
"ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც თალიბანი ფართოდაა წარმოდგენილი ტვიტერზე, მაგრამ თქვენი საყვარელი პრეზიდენტი გააჩუმეს", - დაწერა ტრამპმა.
მიმდინარე წელს ჩაეშვა From the Desk of Donald J Trump, რომელსაც უფრო ხშირად ბლოგს უწოდებდნენ და ერთ თვეში დაიხურა.
Trump Media & Technology Group-ის განცხადებით, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, TRUTH Social სტუმრების მისაწვევად შემდეგი თვიდან იქნება მზად, ხოლო 2022 წლის პირველ სამ თვეში მთელ ქვეყანას მოიცავს.