logo
ENG



TVN: ზელენსკი პოლონეთში მატარებლის დატოვებისას შენიშნეს

21 დეკ 202216:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/21/o31sci50d7wui8m.png
TVN POLAND

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში მოგზაურობის ფარგლებში მატარებლით პოლონეთში გაემგზავრა.

TVN-მა გადაიღო მომენტი, როდესაც ზელენსკი მატარებლით ჩავიდა პჟემისლში, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს. გადაღების თარიღი 21 დეკემბერია.

TVN-ის ცნობით, ზელენსკი შემდეგ ჟეზოვის აეროპორტიდან აშშ-ში გაფრინდა. ზელენსკი აშშ-ის ელჩთან უკრაინაში, ბრიჯიტ ენ ბრინკთან ერთად ნახეს.

CNN-ის ცნობითვე, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში პირისპირ შეხვდება. ეს იქნება უკრაინის პრეზიდენტის პირველი გასვლა უკრაინის ფარგლებს გარეთ 24 თებერვლის შემდეგ. 

CNN წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში დაემთხვევა თეთრი სახლის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას, რომელიც Patriot-ის სარაკეტო სისტემებს მოიცავს.


close დახურვა