logo
ENG



TV პირველი: ბათუმში ჩვენს ოპერატორს თავს დაესხნენ

19 ივნ 202201:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/19/kpg1qfr6b8q8rj6.jpg
ფოტო: TV პირველი

TV პირველის ინფორმაციით, ბათუმში, მათ ოპერატორს თავს დაესხნენ.

ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორი ჩართვისთვის ემზადებოდა, როდესაც მას რამდენიმე მოქალაქე მიუახლოვდა და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

TV პირველში ამბობენ, რომ თავდასხმა ჟურნალისტური საქმიანობით არის გამოწვეული. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

 


close დახურვა