logo
ENG



TV პირველის ჟურნალისტი: ინფიცირების წყარო უცნობია, საეჭვო კლასტერთან კავშირი არ გვქონია

09 სექ 202018:15
3 წუთის საკითხავი
clock 4470
r15p0vpwps0uc13.jpeg

ტელეწამყვანი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს, რომ მას და დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი ნამდვილად დაუდასტურდათ.

ბუკიას თქმით, ინფიცირების წყარო უცნობია.

"მეგობრებო და ჩემო კოლეგებო, გიდასტურებთ. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია ამდენ ზარს და შეტყობინებას ვუპასუხო. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები. წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი. ვეცდებით ესეც გამოვარკვიოთ", - წერს ბუკია.

ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი სჭირდათ.


close დახურვა