logo
ENG



Tbilisi Pride: ბათუმში გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახების ფონდში თანხას გადავრიცხავთ

10 ოქტ 202117:12
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/10/es3aotqagc9fo12.jpg

Tbilisi Pride-ი ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში თანხას გადარიცხავს.  

თბილისი პრაიდის გუნდი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო.

"ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას და რეაბილიტაციას ვუსურვებთ. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი ღირებულებებია პასუხისმგებლობა, ზრუნვა და სოლიდარობა. ყოველ ჩვენს ქმედებას, დიდსა თუ მცირეს, საფუძვლად უნდა ედოს აზრი, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას", - წერია პრაიდის განცხადებაში. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. 

ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.

ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.


close დახურვა