logo
ENG



Tbilisi Pride: სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა

08 ივლ 202315:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/08/zarwsqufnst3smm.jpg

Tbilisi Pride-ის განცხადებით, ღონისძიების მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოუწიათ.

"მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით", - აცხადებს Tbilisi Pride.

 დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება იმართება. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ჩაშლას და ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

პოლიციამ აგრესიული ჯგუფის გაკავება ვერ შეძლო, მათ რამდენჯერმე გაარღვიეს კორდონი. დარბიან ტერიტორიის გარშემო და მათ შორის მთების მხრიდან ცდილობენ ფესტივალზე შეღწევას. როგორც ცნობილია, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 


close დახურვა