logo
ENG



The Guardian: უკრაინაზე გადაწყვეტილების დროს ორბანმა ოთახი დატოვა

14 დეკ 202322:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/14/413bfwlqhmmyj39.jpg

The Guardian სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაზე გადაწყვეტილების დროს უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ოთახი დატოვა.

ორბანი ერთადერთი ევროპელი ლიდერი იყო, რომელიც საჯაროდ აცხადებდა, რომ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებები არ უნდა გახსნილიყო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. გარდა ამისა, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

"იმედის ნათელი სიგნალი მათი მოსახლეობისა და ჩვენი კონტინენტისთვის", - წერს შარლ მიშელი. 

ამასთან, მოლაპარაკებები გახსნა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან. 


close დახურვა