logo
ENG



UFC-ს ყოფილი ჩემპიონი ხაბიბი ოკუპირებულ აფხაზეთში აღარ ჩადის

29 მაი 202122:33
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/29/yg1fph5a9gq3ihk.jpg

UFC-ს ყოფილი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგამედოვი ოკუპირებულ აფხაზეთში აღარ ჩავა. ინფორმაციას ხაბიბის მენეჯერზე დაყრდნობით, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში ე.წ. სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს. 

საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ვიზიტის გაუქმების მიზეზი აშშ-სა და საქართველოს მხრიდან სანქციებით ზეწოლაა. კერძოდ, რეჟიმი ამბობს, რომ საქციებით მუქარა მოიცავს, ამერიკული ვიზის გაუქმებას, UFC-ში სპორტული მოღვაწეობის შეზღუდვასა და აშშ-ში კონტრაქტების გაუქმებას.

შეგახსენებთ, რომ UFC-ს ყოფილი ჩემპიონის ვიზიტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში 1-ელ ივნისს იყო დაგეგმილი. ის სოხუმში ჩასვლას და ადგილობრივი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მასტერკლასის ჩატარებას აპირებდა. 

ხაბიბ ნურმაგამედოვი ​საქართველოს 2018 წელს ეწვია და ვიზიტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც გაავრცელა

ცნობისთვის, თუ UFC-ს ყოფილი ჩემპიონი ოკუპირებულ აფხაზეთში გაემგზავრებოდა, ის საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონსაც დაარღვევდა, რის საფუძველზეც ის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ შემოვიდოდა.

 


close დახურვა