logo
ENG



UNESCO: უკრაინაში სულ მცირე 53 კულტურული ობიექტი დაზიანდა

02 აპრ 202210:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/02/r1wmn85imsix5ng.jpg

UNESCO-ს ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სულ მცირე 53 ისტორიული ძეგლი, რელიგიური შენობა და მუზეუმი დაზიანდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მონაცემები საბოლოო არაა.

UNESCO-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ სატელიტური ფოტოები და თვითმხილველების მიერ მოყოლილი ამბები გამოიყენეს, რათა უკრაინული მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გადაემოწმებინათ.

დაზიანებული ობიექტებიდან ათზე მეტი ხარკოვში მდებარეობს, რომელიც ომის პირველივე დღეებიდან რუსების დაბომბვის ქვეშაა. ხუთი მდებარეობს კიევში, კიდევ ხუთი - ჩერნიგოვში.

UNESCO-ს განცხადებით, ჯამში 29 რელიგიური ობიექტი და 16 ისტორიული შენობა, ოთხი მუზეუმი და ოთხი ძეგლი დაზიანდა. სია არ მოიცავს მარიუპოლისა და ხერსონის მონაცემებს.

ამასთან, დაზიანებული ობიექტებიდან არც ერთი არ შედის UNESCO-ს მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.


close დახურვა